პუტინი სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე უვადოდ ყოფნის წინააღმდეგია

ვლადიმირ პუტინმა ამის შესახებ განაცხადა სანკტ-პეტერბურგში დიდი სამამულო ომის ვეტერანებთან შეხვედრაზე 18 იანვარს. მან უპასუხა ვეტერანს მოსაზრებაზე, რომ პუტინი სიცოცხლის ბოლომდე ყოფილიყო ქვეყნის ლიდერი. „სჯობს, ასეთ პრაქტიკას აღარ დავუბრუნდეთ“, – შენიშნა პუტინმა. აღსანიშნავია, რომ ვლადიმირ პუტინი უკვე ზედიზედ ორი ვადით არის არჩეული პრეზიდენტად (მთლიანობაში კი ის უკვე ოთხჯერ იყო არჩეული).

პუტინი ჯერ კიდევ არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლება შეცვალოს პრეზიდენტის პოსტზე, როცა მას ამოეწურება პრეზიდენტობის ვადა.

წყარო: nakanune.ru

 

კომენტარები