ჟურნალისტიკა კომპიუტერზე თითების კაკუნი რომ არ გგონიათ და ექსკლუზივის ადრენალინის შესახებ კარგად მოგეხსენებათ – რუსა მუმლაძე

თბილისის საკრებულოს თანამშრომელი რუსა მუმლაძე სოციალურ ქსელში წერს-

“ჩემო ძვირფასებო, მომხედეთ აქეთ ერთი, ჟურნალისტიკა კომპიუტერზე თითების კაკუნი რომ არ გგონიათ და ექსკლუზივის ადრენალინის შესახებ კარგად მოგეხსენებათ 😉

1. როცა ვირუსის პირისპირ უშვებ ჟურნალისტს, ადრენალინის მოზღვავების ამბავში, სულ მინიმუმ, უნდა დააზღვიო მისი ჯანმრთელობა სანიტარული წესების დაცვით, რომ ამ ერთ ადრენალინს არ გადააყოლო და სხვა ქსკლუზივისთვის საღ-სალამათი შეინახო. ჟურნალისტიკა ხომ ადრენალინის ზღვაა ;))

2. ჩემი პატივისცემის მიუხედავად, დაავადებათა კონტროლის ცენტრის უფროსს რომ იკლებ კრიტიკით, ვერ მუშაობს პროფესიონალურადო, საფრთხის წინაშე გვაყენებსო და ა.შ. სულ მინიმუმ, საკუთარი თანამშრომლების უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდე და პირად მაგალითს აძლევდე კრიტიკის ობიეტებს!

სულ ესაა. ❤ ადრენალინის ამბავში” -რუსა მუმლაძე

მოამზადა ნათია ბერიშვილმა

კომენტარები