„რასაც გიგა ბოკერია აკეთებს, არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული“

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში განაცხადა:

„გიგა ბოკერიამ და ბოკერიასნაირმა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასეულობებისგან.

გიგა ბოკერიასთან ფუნდამენტური განსხვავებები აქვს.

მე ჩემი შეხედულებებით და ჩემი მრწამსით ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი. ვინც რა უნდა თქვას, ასეა, ვატარებ ჯვარს.

რასაც გიგა ბოკერია აკეთებს, არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული.

განსაკუთრებულად ცინიკური დამოკიდებულებით ქართული რადიციების, ქართული ფასეულობების მიმართ, რომელიც ჩემთვის არის უძვირფასესი და რომელიც ქართველი ხალხისთვის არის ყოველდღიური ცხოვრების… ჩვენი ხელისუფლების დროს მათ შორის, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მთელი უბედურება რაცაა…ყველაფერი, რასაც აკეთებს ბოკერია, ყველაფერი, რაც არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული. ჩემი თვალსაზრისი ასეთია.

600 ეკლესია მაქვს აშენებული ჩემი ინიციატივით, მათ შორის ბაგრატი. ეკლესიაში არ არის მარტო საქმე, ეკლესია ერთ-ერთი ელემენტია.

„ევროპულ საქართველოში“ ბევრი კარგი და ნორმალური ადამიანია. მათთან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპრეზიდენტო არჩევნების დროს კარგად ითანამშრომლა.  ჯობდა, ბაქრაძეს საერთოდ არ დაეყენებინა კანდიდატურა და ვაშაძე უკვე პრეზიდენტი იქნებოდა”.

კომენტარები