რატომ არ ულოცავს ვლადიმერ პუტინი მძინარე ჯოს გამარჯვებას ?

ჯო ბაიდენს, რომელმაც თავი აშშ – ს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა, მას უკვე მიულოცა არა ერთი ქვეყნის ლიდერმა და მათშორის ევროპელმა ლიდერებმაც.

ბაიდენისთვის გამარჯვების მილოცვას არ ჩქარობენ ლათინური ამერიკიდან აი მაგალითან ბრაზილიის პრეზიდენტს ჟაირ ბოლსონაროს, რომელიც ყოველთვის აღფრთოვანებული იყო ტრამპით, ურჩევნია სამართლებრივი პროცედურების დასრულებას დაელოდოს და მასშემდეგ მიულოცოს გამარჯვებულს.

ყველაზე მკაფიო მოსკოვისა და პეკინის სიჩუმე გახლავთ – ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი არ ჩქარობენ ბაიდენისთვის მილოცვას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როდესაც არჩევნების წინა დღეს თითქმის ყველამ თქვა, რომ ”ჩინელები ფსონებს ბაიდენზე აკეთებენ, რუსები კი ტრამპს”.

ამბობენ, რომ პეკინში ბედნიერები იქნებიან ტრამპის დამარცხებით, რომელმაც ჩინეთთან სავაჭრო ომი წამოიწყო მათი თქმით ბაიდენი, ბევრად უფრო ახლოსაა ჩინელებთან. მაგრამ სი ძინპინი დუმს.

პეკინში როგორც ლათინური ამერიკის ქვეყნებში ელოდებიან სასამართლო პროცესებს და ვარაუდობენ, რომ ეს პროცესები დიდხანს გაგრძელდება და შესაძლებელია ბაიდენისთვის მისალოციც აღარაფერი დარჩეს.

ვლადიმერ პუტინის დუმილს New York Times- ში უწოდეს პირველი ნიშანი იმისა, რომ რუსეთი ემზადება ”ღრმად მტრული ურთიერთობისთვის” აშშ-ს ახალ პრეზიდენტთან, 2016 წელს რუსეთის პრეზიდენტმა ტრამპს გამარჯვებიდან რამდენიმე საათში მიულოცა. ახლა კი მოსკოვში სრული სიჩუმეა – ეს ყველაფერი აჩენს განცდას, რომ თუ ბაიდენი საბოლოოდ გაიფორმებს გამარჯვებას წინ დაძაბული წლები გველოდება.

აქ საკითხავია რამდენად უფრო დაძაბული შეიძლება იყოს ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის? დღევანდელ მდგომარეობაში კი არა ტრამპმა, არამედ ამერიკულმა გლობალისტურმა ელიტამ მიიყვანა ორი ქვეყანა, ელიტა რომელიც ბაიდენის ლიდერობით აკონტროლებდა როგორც კონგრესს (რომელიც დიდ როლს ასრულებს საგარეო პოლიტიკაში), ასევე თავად ამერიკულ სახელმწიფოს.

მოსკოვი ლოდინის რეჟიმშია და ისევ შორიახლოს მდგომი დამკვირვებლის ფუნქციას ასრულებს, ვლადიმერ პუტინის დუმილი იმის მომასწავებელია, რომ ის ელოდება 20 იანვრის ინაუგურაციას და ბაიდენის საბოლოოდ გამარჯვების შემთხვევაში ტრამპის განცხადებას, რადგან იცის, რომ დონალდ ტრამპი რესპუბლიკელებთან ერთად ან მარტო აუცილებლად გამოუცხადებს არჩევნებს უნდობლობას და არ ცნობს ბაიდენს პრეზიდენტად აი მაშინ კი მოსკოვში ღიად დაიწყებენ საუბარს არჩევნების გაყალბებაზე და შედეგის
ლეგიტიმურობას ეჭვქვეშ დაყენებენ.
ეს კი საბოლოოდ ნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებს არ ჰყავს ლეგიტიმური სახელმწიფოს მეთაური.

ირაკლი ჯანყარაშვილი

კომენტარები