რატომ კრძალავს ზოგიერთი მოძღვარი ლათინოამერიკული სერიალების ყურებას?

– ტელესერიალები თვისობრივად განსხვავდება ჩვეულებრივი ფილმებისაგან. იგი პერმანენტულად გრძელდება თვეობით; ზოგჯერ კი წლობითაც. მიუხედავად იმისა, რომ ისინი, როგორც ხელოვნების ნიმუში ძალზე მდარე ხარისხისაა (ამის გამო აჩლუნგებენ ადამიანთა ესთეტიკურ გრძნობებს და ესეც მათგან მიყენებული ერთ-ერთი ზიანი და ბოროტებაა), ისეთნაირად არიან გადაწყვეტილნი, რომ ითრევენ მაყურებლებს და ამ უკანასკნელთ აღარ აქვთ უნარი, მოწყდნენ მათ. ტელესერიალები აიძულებენ ადამიანებს, თვეებისა და წლების განმავლობაში სხვისი ცხოვრებით იცხოვრონ. ამის გამო აშორებენ რეალობას და ამით ღმერთსაც, რამეთუ ადამიანი ღმერთს მხოლოდ რეალურ სამყაროში, ცხოვრებაში იპოვის. ტელესერიალები ადამიანებს დღის განმავლობაში ართმევენ გონებრივი ღვაწლისა და შემოქმედებისათვის საუკეთესო დროს – 19-21 საათის შუალედს. ისინი ადამიანს აჩლუნგებენ გონებრივად და აგიპნოზებენ სულიერად. ყოველივე ზემოთქმულის გამო ტელესერიალების ყურება აუცილებლად შეაფერხებს ადამიანის სულიერ განვითარებას.

(მღვდელი თეოდორე გიგნაძე)

წყარო:  http://www.orthodoxy.ge/pasukhebi/1.htm

კომენტარები