“რაც შეეხება ხაზარაძეს და ხაჭაპურს, სექსისტური კი არა, სრულიად ადეკვატური განცხადება იყო“

ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:

“რაც შეეხება ხაზარაძეს და ხაჭაპურს. სექსისტური კი არა, სრულიად ადეკვატური განცხადება იყო. დიახ, ცქიტიშვილმა ხაჭაპური უნდა აცხოს და ღარიბაშვილმა ლურსმნები აჭედოს. თუ სექსიზმია – მაშინ პირიქით.

ტვინი წაიჭამა უკვე ამ პოლიტკორექტულობით პრანჭვით. სალომე ზურაბიშვილზე ხო ვიყავისექსისტი და უზრდელი, ხოდა კი ანგრევს ქვეყანას და გყავდეთ პოლიტკორექტულად. ჩემთვის მისი ჩაჯირყვნა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პოლიტკორექტულობის მეტრის იმიჯი.

და საერთოდაც, სტერილური ნარატივი სძაგს უფალსა!”

კომენტარები