„რა თქმა უნდა, თქვენგან და ზოგადადაც სიხარული მნებავს. საერთოდ, რომ იცოდეთ, ამ კითხვაზე საავტორო უფლებები ჩემია, ისევე როგორც თვალის ჩაკვრაზე“

ჟურნალისტის  შეკითხვას:

„წერილი გინდა, თუ სიხარული?“

-„რა თქმა უნდა, თქვენგან და ზოგადადაც სიხარული მნებავს. საერთოდ, რომ იცოდეთ, ამ კითხვაზე საავტორო უფლებები ჩემია, ისევე როგორც თვალის ჩაკვრაზე“, – უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.

კონგრესმენების კრიტიკულ წერილებთან დაკავშირები გიორგი გახარიამ განაცხადა:

„როგორი მწვავე კითხვებიც არ უნდა დაისვას, ყოველთვის მზად ვართ, დავსხდეთ და ამ კითხვებზე ვისაუბროთ. როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, სადაც არ უნდა დაისვას მწვავე კითხვები, რომლებიც ეხება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, საგარეო ორიენტაციას, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ ურთიერთობას“.

კომენტარები