რა კავშირი აქვს არასრულწლოვანთა ორგანიზებულ დანაშაულებებთან “ნაციონალური მოძრაობისა” და ” ევროპული საქართველოს” ლიდერებს

გია შარაშენიძე, სოციალურ ქსელში   წერს –

“საძაგლობა დასახა მუხთარლის ცოლმა ნაცმოძრაობასთან და ევროპულ ნაცხობასთან ერთად. ეგრეთ წოდებული “მწვანე ბილიკით” მცირეწლოვანი აზერები გადმოიყვანა საქართველოს ტერიტორიაზე. ისინი მარკეტებში შერბიან, იპარავენ, ხოლო ვისაც დაიჭერენ არც გარბიან, ელოდებიან პოლიციას, ხოლო პოლიციის განყოფილებაში კი ყვირიან : “ჩვენ მცირეწლოვნები ვართ, ვიპარავთ და ალიევის რეჟიმს თუ გადაგვცემთ, ვენებს გადავიჭრითო”. ზოგი ლეგენდას ურევს–“თბილისში ვმუშაობდით მარკეტებშიო და მაინც ვიპარავთო”.
გუშინ ვარკეთილში, ნიკორასა და სპარს შეესივნენ. ისინი დაკავებულნი იქნენ ვარკეთილის პოლიციის მიერ. ესე იგი, დაიწყო მათი ჩანაფიქრის აღსრულებაც…
თუ შსს-მ და სუს-მა ერთობლივად არ აღკვეთეს ამ სახის დივერსია, საქმე ცუდად წავა, რადგან ნაცმოძრაობა და ევროპული ნაცხობა ყველაფერს იკადრებს საარჩევნოდ ოქტომბრის ბოლომდე, საქართველოში მშვიდი სიტუაციის აღსაღრევად.”-წერს შარაშენიძე

შეგახსენებთ რომ მუხთარლთან დაკავშირებით ეს არ არის ერთადერთი პოსტი გია შარაშენიძის მიერ გამოქვეყნებული:

მუხთარლი არავითარი ჟურნალისტი არ არის, იგი ყოფილი სპეცრაზმელია და ვიზუალზეც ეტყობა, რომ ფიზიკურად კარგად არის მომზადებული, ანუ, როგორც იტყვიან, მაგარ ჯანზეა. სწორედ ამიტომ იგი სკანდალურად ცნობილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი ქალის ხაჯიდა ისმაილოვას პირადი მცველი იყო, მაგრამ 2014 წელს, როცა ბაქოში ისმაილოვა დააპატიმრეს, მუხთარლი თბილისში გამოიქცა და შეუერთდა „ანტიალიევურ დაჯგუფებას”, რომელიც 2013 წლიდან ჩვენს დედაქალაქშია დაბანაკებული” 

 

„კატეგორიულად არ მჯერა, რომ აფგან მუხთარლი გაიტაცეს. როგორ, დედაქალაქის ცენტრში ადამიანს თავს დაესხნენ, თავზე ტომარა ჩამოაცვეს, მანქანაში ჩატენეს და ამ ყველაფერს ერთმა ადამიანმაც კი ვერ მოჰკრა თვალი? ფაქტია, რომ არცერთი მოწმე, არცერთი თვითმხილველი არ არსებობს!” –  „გარდა ამისა, საზღვარზე მომუშავე უამრავი ადამიანიდან ერთსაც კი არ დაუნახავს, „მოტაცებული” მუხთარლი როგორ გადაიყვანეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. დარწმუნებული ვარ, მესაზღვრეებს შორის რამდენიმე ფარული თუ ღია ნაციონალი მაინც იქნება და ისინი რამეს რომ შესწრებოდნენ, მაშინვე მიაწვდიდნენ ინფორმაციას თავიანთ პარტიულ ბოსებს.

 მუხთარლი და მისი გულშემატკივრები ამბობენ, გამტაცებლებს ქართული პოლიციის ფორმა ეცვათ და ქართულად საუბრობდნენო, რაც, საერთოდ, აბსურდია. პატარა ბავშვმაც კი იცის – თუ პოლიცია ან სპეცსამსახური ადამიანს იტაცებს, ასეთ ოპერაციაზე უნიფორმაში გამოწყობილი არავინ მიდის. თანაც ასეთ დროს გამტაცებლები საერთოდ არ საუბრობენ და ჩუმად არიან. რას გვიმტკიცებენ ესენი – ქართველი სამართალდამცავები იმდენად იდიოტები არიან, რომ ქართული პოლიციის ფორმით წავიდნენ მუხთარლის მოსატაცებლად და ქართულად გააბეს საუბარი, რათა მათი იდენტიფიკაცია ადვილად მომხდარიყო, მერე კი მუხთარლის ეყვირა – ქართველმა პოლიციელებმა მომიტაცესო? ვის უნდა დააჯერონ ასეთი სისულელე?!” – განაცხადა გია შარაშენიძემ რამდენიმე წლის წინ მიცემულ ინტერვიუში.

ჩვენ ვცადეთ მასთან გასაუბრება და გაგება იმისა, კონკრეტულად რომელი პოლიტიკოსები არიან ჩართული, ევროპული საქართველოსა და ნაციობალური მოძრაობის რიგებიდან ამ საქმეში-

“მუხთარლის ამბიდან დაწყებული. ანუ იმ წლიდან. წელი მგონი 2018-ია თუ არ ვცდები. სტატია დაიწერა იმ დროს და ინტერვიუ მივეცი,ნაცებიდან და ევრონაცებიდან კონკრეტულად ისინი არიან ვინც დღეს ტელევიზიით გამოდიან და ინტერვიუებს იძლევიან”- გვითხრა გია შარაშენიძემ საუბრისას.

როგორც ჩანს წინ დიდი და სკანდალური საქმის გახსნა ელის   სუსსა და შსს-ს.

მომზადა ნათია ბერიძემ

 

კომენტარები