რა კავშირი აქვს ნანა კაკაბაძის პირადი საუბარის ე.წ. ფარულ ჩანაწერთან ელისო კილაძეს?

უფლებადამცველმა, ორგანიზაციის “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისათვის” – ხელმძღვანელმა ნანა კაკაბაძემ მისი პიროვნების დისკრედიტაციის მორიგი მცდელობის გამო თბილისის პროკურორს, ლევან გეგეჭკორს მიმართა:

ქალაქ  თბილისის  პროკურორს  ბატონ  ლევან  გეგეჭკორს

ნანა კაკაბაძის

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე (გამომძიებელი ბ-ი ტიტე  ჩხარტიშვილი) უკანონო ფარული ჩანაწერების გამოქვეყნების და გავრცელების ფაქტებთან დაკავშირებით.

2021 წლის 18 სექტემბერს  აღნიშნულ საქმეზე გამოვიკითხე მოწმის სტატუსით და გამოძიებას მივეცი დეტალური განმარტებები დასმულ ყველა კითხვაზე  ე. წ. ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით.

2021 წლის 21 სექტემბერს ინტერნეტ საიტ ,,C/news’’- ზე  გამოქვეყნდა ე. წ. ფარული ჩანაწერების ტექსტი, რომელსაც სათაურად აქვს  ელისო კილაძის მინაწერი  ,,დაელოდეთ სკანდალურ ექსკლუზივს ნანა კაკაბაძე – გიორგი ანდრიაძეს (საუბრის სტენოგრამა)’’  და ა. შ.

აღნიშნულ ტექსტს არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

ჩემთვის ასევე ცნობილი გახდა და პირადად ტელეეთერით ვნახე  2021 წლის 17 სექტემბერს მსგავსი კატეგორიის აბსურდული შინაარსის ტექსტები  ტელეკომპანია ,,მთავარსა’’ და  ,,TV პირველის’’  ეთერების საინფორმაციო გამოშვებებში, რის გამოც მე უკვე მივმართე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას.

აღნიშნული ფაქტები ხელყოფს ჩემი, როგორც   კერძო პირის  ღირსებას და  საქმიან რეპუტაციას და  შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსის 157-159-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.

მოვითხოვ  მიიღოთ კანონშესაბამისი ზომები ჩემი პიროვნების დისკრედიტაციის მცდელობის მორიგ ფაქტებთან დაკავშირებით და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ მაცნობოთ კანონით დადგენილ ვადებში.

ნანა კაკაბაძე

  1. 09. 2021 წ
კომენტარები