როგორ აფასებს, გიორგი ფხაკაძე შეზღუდვების შემსუბუქებას- „სიტყვებიც არ მყოფნის,-ფრთხილად იყავით!“

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 25 თებერვლიდან შეზღუდვები მოიხსნა.

-„სიტყვებიც არ მყოფნის, არ ვიცი, რა უნდა ვთქვა, რაც  საქართველოში ხდება. მთავრობის გადაწყვეტილება არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, -არც სამედიცინო, არც ეპიდემიოლოგიურ,  არც სამეცნიერო კუთხით. არანაირ ლოგიკაში არ ჯდება, რაც  საქართველოში ხდება. ეპიდემია იმართება პოლიტიკოსების მიერ. -წერტილი.

მოკლევადიანი შედეგი დაინახეს და შეზღუდვების გადაწყვეტილება მიიღეს . ნურავის ჰგონია, – საქართველო არის განსხვავებული ქვეყანა, ვირუსი საქართველოს გვერდს აუვლის და საქართველო იქნება ოაზისი.

დიახ, საქართველო იყო ოაზისი ზაფხულში. გავიხსენოთ, რა მოხდა ნოემბერში. ჩემი მოწოდება, – აპრილისთვის უნდა ვიყოთ მზად, რათა , რაც შეიძლება ნაკლები ინფიცირებული, გვყავდეს, უგულვებელყოფილია.  შესაძლებელია, აპრილში  იყოს მესამე ტალღა, ამისთვის ქვეყანაში არაფერი კეთდება. რა გადაწყვეტილებაც  მთავრობამ მიიღო, ძალიან დიდი ჯვარია დასმული, უკვე შეიძლება ითქვას, – ყველაფერი განმეორდება აპრილში.

მსოფლიოში არ არსებობს მთავრობა, რომელმაც შეზღუდვების ამ დონეზე შემსუბუქების გადაწყვეტილება აქვს მიღებული, წარმოიდგინეთ, -არც ვაქცინაცია არ დაწყებულა. მე არ ვსაუბრობ ბელარუსიაზე, ჩვენთან საქართველოში იყენებენ ბელარუსისა და ჩრდილოეთ კორეას მაგალითებს. ვიღაც ამბობს, -ბელარუსიაში ხომ ყველაფერი კარგად არის, მაგრამ, ბელარუსში სტატისტიკა გვაქვს? იქ ოფიციალურად დიქტატურაა, ვისაც დიქტატურის დროს არ უცხოვრია, შევახსენებ, -პირველი, რაც ასეთ შემთხვევაში ხდება, არის სტატისტიკებით თამაში.

გაგიჟებული ვიყავი, როდესაც გავიგე, – სკოლები გახსნეს სრულიად მოულოდნელად. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადგინა, – პირბადე უნდა ატარონ ხუთი წლიდან და არა დოლბანდებით. მიკვირს,- ის მინისტრები კიდევ არსებობენ, ვინც დოლბანდები საქართველოში ჩამოიტანა. პროფესიონალიზმი აღარ არსებობს. ყველგან არის პოლიტიკა. როგორ შეიძლება, ყველაფერში არაპროფესიონალიზმი?

საქართველოში, ჯანდაცვის საკითხებში მრჩეველი რომ ვყოფილიყავიდა ეს გადაწყვეტილება მიეღო პრემიერს,  გადავდგებოდი დაკავებული თანამდებობიდან. გასაგებია, –  პრემიერი არ არის ეპიდემიოლოგი.  არის ეპიდემიოლოგთა ჯგუფი, რომლებიც რეკომენდაციას აძლევენ მას. მათ თუ მისცეს რეკომენდაცია,- არ მოხსნილიყო შეზღუდვები,  პრემიერ-მინისტრმა არ დაუჯერა, მე რომ ვყოფილიყავი მათ ადგილას, -გადავდგებოდი, ამით ვაჩვენებდი, – წინააღმდეგობას ვუწევდი, რესკონფერენციასაც გავმართავდი, ამბავს ავტეხდი, – ეს არის გენოციდი.  შოკში ვარ, რაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება მოვისმინე. ისინი  კიდევ თანამდებობაზე არიან, ეს ნიშნავს, რომ არიან კომუნისტური ეპიდემიოლოგები, რომლებიც კი არ აქვეყნებენ, ხატავენ სტატისტიკას. ამ დახატული სტატისტიკის საფუძველზე იმართება ქვეყანა. სამწუხაროდ, ქვეყანაში ცუდად განვითარდება მოვლენები. -ფრთხილად იყავით!

რასაც ვამობდი, -არ გამართლდა?! მეჩხუბებოდნენ, მეუბნებოდნენ, -პროვოკატორი ხარო. ზოგმა „ნაციონალად“ „მომნათლა“. არც ერთი პარტიის მხარდამჭერი არ ვარ, უბრალოდ ყოველთვის სიმართლეს ვამბობდი და ვამბობ.   მე საფრანგეთში ძალიან კარგად ვარ. ყველა მხარეს დაპირისპირებაა, რეალურ საქმეზე არავინ ლაპარაკობს. არც ოპოზიცია. ხელისუფლებამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს  ქვეყანას ძალიან ცუდად დაუჯდება“, – აცხადებს   საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე.

შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა -სრული ჩამონათვალი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი, შეზღუდვების მოხსნის შესახებ-

კომენტარები