როგორ ახერხებენ სომეხი განსასჯელები საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას? – კითხულობს სომეხი ანტისოროსელი

სომხეთში სოროსის ფონდმა უკვე ღრმად გაიდგა ფესვები. ლიბერტალიანური დაჯგუფებები კონსერვატორულად განწყობილ ელექტორატს უტევენ. სომხეთში დაახლოებით, ისეთივე პროცესი დაიწყო, რაც, საქართველოში უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. „თვალსაზრისს“ ექსკლუზიურად, სომეხი ანტისოროსელები დაუკავშირდნენ და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვაწოდეს:

– ანტისოროსულ ერთ-ერთ ორგანიზაციას, რომელსაც “ვეტო” ეწოდება – ნარეკ მალიანი ხელმძღვანელობს. ამ ორგანიზაციის დევიზია – “კმარა უცხოელების თარეშს, რომლებიც სახელმწიფოს იპყრობენ!”

ნარეკ მალიანი

ამ ორგანიზაციის ეგიდით ერევანში სოროსელთა წინააღმდეგ მიტინგები იმართება.

მოძრაობა „ვეტოს“ ხელმძღვანელი ნარეკ მალიანი აცხადებს, რომ სოროსის ფონდი სომხეთის სახელმწიფოებრიობას ანგრევს და საზოგადოებას მორალურად რყვნის.

მისი თქმით, სომხეთში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელმძღვანელ პოსტებზე ისეთი ადამიანები დაინიშნენ, რომლებიც სოროსის ფონდთან დაკავშირებულ საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობდნენ.

სოროსულ ერთ დაჯგუფებას, “რესტარტს” – დავით პეტროსიანი მეთაურობს. ის ძირითადად, საქართველოში მოღვაწეობს.

დავით პეტროსიანი

ადრე სომხეთში სოროსელ და ანტისოროსელ ჯგუფებს შორის დიდი შეპირისპირება მოხდა: დავით პეტროსიანის გარემოცვა შეეცადა, ანტისოროსელი ნარეკ მალიანი ნაგვის ბუნკერში ჩაეგდო. ისინი გაიძახოდნენ, რომ “ნაგავი ნაგავში უნდა იყოსო.”

პეტროსიანი და მისი მეგობრები ნარეკ მალიანს ბუნკერისკენ მიათრევენ

არავინ იცის როგორ განვითარდებოდა მოვლენები პეტროსიანის აგრესიული ჯგუფი პოლიციელებს რომ არ შეეჩერებინათ. ამ ფაქტთან დაკავშირებით, დავით პეტროსიანის და მისი მხლებლების წინააღმდეგ სომხეთში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. დავით პეტროსიანს კანონის ფარგლებში სომხეთის საზღვრების დატოვება აეკრძალა. ამას ხელი არ შეუშლია, რომ პეტროსიანი საქართველოში ჩამოსულიყო და არსენ ხარატიანს შეხვედროდა. არსენ ხარატიანიც სოროსელია.

არსენ ხარატიანი

სომეხი ანტისოროსელები, კერძოდ, ნარეკ მალიანის მხარდამჭერები  საჯაროდ ეკითხებიან სომხეთის და საქართველოს ხელისუფლებებს: როგორ ახერხებენ კრიმინალები სახელმწიფოთა შორის საზღვრების უპრობლემოდ გადაკვეთას და ვინ არის დაინტერესებული, მათი თავისუფალი გადაადგილებით? ნუთუ სოროსელ დამნაშავეებზე კანონი არ ვრცელდება?

კომენტარები