„როგორ უნდა გადასცე ადამიანს ის, რაც შენ გსურს, რომ მან გაიგოს – ისე, რომ მან გაიგოს და მიიღოს?“

-„როგორ უნდა გადასცე ადამიანს ის, რაც შენ გსურს, რომ მან გაიგოს,ისე, რომ მან გაიგოს და მიიღოს?
უფალს უნდა სთხოვო მოგცეს სიტყვა,რომელიც სჭირდება მას ვისაც ესაუბრები. და უნდა გულისხმაჰყო ეს სიტყვები, რათა შემდგომ გამოთქვა ან გამოწერო.
ასე მოიქცა ღმერთი, როცა განკაცდა, და თვისი სიტყვა,მხოლოდშობილი ძე მოავლინა კაცთა შორის, რათა ეუწყებინა ადამიანებისთვის კაცობრივ ენაზე სასუფევლის საიდუმლოებანი.
მაგრამ მაინც ზოგი მიიღებს და ზოგი არა, იმიტომ, რომ მათ თავისუფალი ნება აქვთ.
ხოლო ღმერთს კი შენს გარდა სხვა მრავალი ჰყავს,რათა აუწყოს ცხონების მსურველს,უფლის მეძიებელს გზა მარადიული ცხოვრებისა.
როცა სიმართლის თქმა არის საჭირო, სიმართლით აღგავსებს როცა ნუგეშისცემაა საჭირო სანუგეშო სიტყვას მოგცემს სიყვარულიდან,როცა არ არის საჭირო რაიმეს თქმა, დაგადუმებს.
უბრალოდ, უნდა მიჰყვე უფალს და ის გატარებს,ყოველთვის და ყველგან.
მანამდე კი უნდა ისწავლო დუმილიც,სიმართლეც და სიყვარულიც“.
ბერი გიორგი
კომენტარები