„ როდესაც პაციენტების ნაკადის ზრდას დავაფიქსირებთ, შეგვიძლია მათი მკურნალობა საკარანტინო ზონებში დავიწყოთ“

კორონავირუსთან დაკავშირებით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ჩატარდა.

სხდომის შემდეგ ბრიფინგი გაიმართა.

-„ სახლში მკურნალობის პროტოკოლი უკვე მზად არის და პაციენტების ნაკადის მნიშვნელოვანი ზრდის, ასევე მსუბუქი პაციენტების გამოვლენის შემთხვევაში, მათ შეუძლიათ პაციენტების საკარანტინო ზონებში მკურნალობა.  კორონავირუსის შემთხვევების 80% მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს. ამ პაციენტების მკურნალობა საკარანტინო ზონებში მოხდება.

ექიმები გადიან ამასთან დაკავშირებით მუდმივ კონსულტაციას. სევე ვანახლებთ, რა თქმა უნდა, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან მოწოდებულ პროტოკოლებს, ვჯერდებით ამასთან დაკავშირებით. იმ ეტაპზე, როდესაც ჩვენი დავაფიქსირებთ პაციენტთა ნაკადის მნიშვნელოვან ზრდას და ასევე გამოვლინდება ის მსუბუქი შემთხვევები, როლებიც საჭირო იქნება იმართოს საკარანტინო ზონებში, ჩვენ შეგვიძლია დავიწყოთ მათი მკურნალობა“, –  განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა,  ეკატერინე ტიკარაძემ. 

კომენტარები