როდის მოიხსნება ღამით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა- თამარ გაბუნია განმარტავს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან განაცხადა:

-„ჯერჯერობით, ეპიდომიოლოგიურ სიტუაციას უნდა დავაკვირდეთ. ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. შევხედავთ, როგორ განვითარდება მომდევნო ორი კვირის განმავლობაში ეპიდემიოლოგიური სურათი. საქართველოში ღამით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის შესახებ, ეპიდვითარებასთან ერთად, გადაწყვეტილების მიღებისას, მნიშვნელობა მიენიჭება ვაქცინაციის ტემპსაც.

ვაქცინირებულთა რაოდენობა იზრდება. ეს ბალანსი საშუალებას მოგვცემს, მივიღოთ გადაწყვეტილება, რამდენად გვექნება რესურსი, ღამით მოქმედი შეზღუდვის მოსახსნელად. ამ თვეში მაინც სიფრთხილე გვმართებს. უნდა ვნახოთ, როდის გვექნება ინფიცირების შემთხვევების სტაბილური, ცოტა უფრო აქტიური კლება“.

კომენტარები