როდის შემსუბუქდება შეზღუდვები, თბილისსა და ქუთაისში? – „აღარ მოგვიხდეს თავიდან შეზღუდვების ეტაპზე დაბრუნება“

-„მნიშვნელოვანია, მობილობის გაზრდასთან ერთად,  მოქალაქეებმა რეგულაციები დაიცვან,- პირბადეები ატარონ,  ეს პრევენციის ყველაზე ეფექტური საშუალებაა. დადებითობის მაჩვენებელი ოთხ პროცენტზე ქვემოთ სტაბილურად უნდა იყოს შენარჩუნებული, თუ,  თბილისსა და ქუთაისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოსცდება ოთხ პროცენტს, ერთი კვირა იქნება სტაბილურად,  საშუალება იქნება,  ვიმსჯელოთ გარკვეულ შემსუბუქებაზე. რაც შეეხება დღეს განხორცილებულ შემსუბუქებას, რისკები ყოველთვის არის, რადგან მობილობა პირდაპირ უკავშირდება ინფექციის გავრცელების სტიმულირებას. ამ შემთხვევაში, მთავარია, პირადი დაცვის საშუალებების გამოყენება და ნიღაბი. კარგია,  ნიღბის მოხმარების მაჩვენებელი 70 პროცენტზე მაღალი გვაქვს,  იმისთვის, რომ შეზღუდვებისგან დავიცვათ თავი, 95 პროცენტი არის, რასაც ქვეყანამ უნდა მიაღწიოს. რაც მთავარია, რიგ ქალაქებში  სკოლებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გააქტიურების საშუალება გვეძლევა. მთავარია, პირად დონეზე მოვახერხოთ ამ რეკომენდაციების დაცვა, რომ  აღარ მოგვიხდეს თავიდან შეზღუდვების ეტაპზე დაბრუნება.

დადებითობის მაჩვენებელი ხუთ პროცენტს ოდნავ ჩამოსცდა,მის კიდევ უფრო შემცირებას ველოდებით,  შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, მეტი გარანტია რომ გვქონდეს.

 დადებითობის მაჩვენებელი რეალურად განსაზღვრავს იმას,  რამდენად გავრცელებულია ინფექცია საზოგადოებაში.იქიდან გამომდინარე, ბოლო პერიოდში ტესტირებების რაოდნეობა საკმაოდ მაღალია,   დღეს მაგალითად, 17 000-ს გადააჭარბა, საკმაოდ სარწმუნოა ეს მაჩვენებელი, რომელსაც ჩვენ დღეს ვეყრდნობით.

დადებითობის მაჩვენებელი ხუთ პროცენტს უახლოვდება, ოდნავ ჩამოსცდა. განსაკუთრებით საყურადღებოა რეგიონული სხვადასხვაობა, თბილისსა და იმერეთში მაინც უფრო მაღალი რჩება, ვიდრე სხვა რეგიონებში. ამიტომ, ველოდებით მის კიდევ უფრო შემცირებას,  უფრო თამამად რომ გვქონდეს შეზღუდვების შემსუბუქების საფუძველი და გვქონდეს მეტი გარანტია, – შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ, სტაბილურად შენარჩუნდება შედეგი, თავიდან არ მოგვიწევს შეზღუდვების ამოქმედება. ჯერჯერობით არ არის საკმარისი სტაბილიზაცია ინფექციის გავრცელების კუთხით“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები