რომან გოცირიძე: „ყოველივე ეს აყალიბებს დამოკიდებულებას ხელისუფლებაზე, რომელიც არის არადემოკრატიული, პრორუსული ორიენტაციის – ეს არის ქვეყნის ხელისუფლებისადმი უნდობლობა“

-„ყოველივე ეს აყალიბებს დამოკიდებულებას საქართველოს ხელისუფლების შესახებ, რომელიც არის ფაქტობრივად არადემოკრატიული, პრორუსული ორიენტაციის, სადაც არ მუშაობენ სახელმწიფო ინსტიტუტები და ყველა კონსტიტუციური ორგანო დაპყრობილია ერთი ადამიანის მიერ.

სახელმწიფო დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის მხრებზე დგას. აღნიშნული მხარდაჭერის დაკარგვა სერიოზულ რისკებს შეიცავს.

როგორც ხედავთ, „ქართული ოცნების“ ირგვლივ იკვრება წრე და ნელ-ნელა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ფაქტობრივად. საერთაშორისო იზოლაციის საფრთხის ქვეშ ექცევიან, ვინაიდან ეს არ არის მხოლოდ პირველი წერილი, მანამდე იგივე ხელისუფლების ბიზნეს ზეწოლაზე და ზოგადად, დემოკრატიის პროცესში უკან დახევაზე, მანამდეც ოკლაჰომის წინა მოწვევის კონგრესის წევრიც საუბრობდა და იგი მოითხოვდა სანქციებს ივანიშვილის წინააღმდეგ და შემდეგ, ეს საკითხი გააგრძელა, მას შემდეგ, რაც კონგრესმა ვადა ამოწურა, ახალმა კოგრესმენმა ოკლაჰომიდან. მას წინ უძღოდა ის რეზოლუცია, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ სანქციებს მოითხოვდა. ეს არის ძალიან სამწუხარო, ვინაიდან, მსგავსი ქმედებები უკვე აზიანებს ქვეყნას და საბოლოოდ, აისახება ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობის გაუარესებით.

ყოველივე ეს აყალიბებს დამოკიდებულებას საქართველოს ხელისუფლების შესახებ, რომელიც არის ფაქტობრივად არადემოკრატიული, პრორუსული ორიენტაციის, სადაც არ მუშაობენ სახელმწიფო ინსტიტუტები და ყველა კონსტიტუციური ორგანო დაპყრობილია ერთი ადამიანის მიერ. მითუმეტეს, ანალოგი იყო ცოტა ხნის წინ, მოლდოვაში, მოლდოვის ამბებმა უფრო შეუწყო ხელი საქართველოს ხელისუფლების სახის წარმოჩენას. ჩვენ ვიცით რომ სანქციები დაუწესეს მოლდოვის ოლიგარქს. მთლიანობაში ყველა მსგავსი განცხადება, ევროპისა და ამერიკის ქვეყნების დამოკიდებულება საქართველოსადმი, აისახება ერთ მთავარ შედეგში, ეს არის ქვეყნის ხელისუფლებისადმი უნდობლობა, რაც, საბოლოო ჯამში, აისახება მოსახლეობის მდგომარეობის გაუარესებით და პირველ რიგში, ეკონომიკურ კონტექსტში, ვინაიდან ქვეყანა კარგავს საინვესტიციო მიმზიდველობას.

სახელმწიფო დგას ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის მხრებზე და ამ მხარდაჭერის დაკარგვა შეიცავს ძალიან სერიოზულ რისკებს და სწორედ რისკის წინაშე აყენებს თავიანთი უპასუხისმგებლო და ხელისუფლების შენარჩუნების ასეთი მანიაკალური ლტოლვით ივანიშვილი და მისი პარტია“,- განაცხადა  ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ.

-„როგორც კონგრესის წევრი, გწერთ ჩემი შეშფოთების შესახებ საქართველოს დემოკრატიული ღირებულებისგან გადახვევისა და ამასთან დაკავშირებული ეკონომიკური კეთილდღეობის გაუარესების გამო. მე ვუერთდები კონგრესში ჩემი კოლეგების, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარეების, ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის 3 დეკემბერით დათარიღებულ წერილს თქვენს სახელზე, სადაც ხაზგასმულია მათი შეშფოთება საქართველოში დემოკრატიულ რეფორმებთან დაკავშირებით.

მიუხედავად 1991 წელს გამოცხადებული დამოუკიდებლობის შემდგომი პროგრესისა ბოლო წლებში საქართველოში დემოკრატიული და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის ინდიკატორებში მკვეთრად უარყოფითი ტენდენცია გამოვლინდა“,- წერს კონგრესმენი.

სწორედ ამის შედეგია, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირება. მას მაგალითად მოჰყავს ნავთობისა და გაზის კომპანია Frontera Resources ტეხასიდან, რომელიც შევიწროების ერთ-ერთი მსხვერპლი გახდა.

ცოტა ხნის წინ „ფეისბუქმა“ დახურა „ქართული ოცნების“ მმართველ პარტიასთან დაკავშირებული ანგარიშები, რომელიც საქართველოში ოპოზიციური ხედვების ჩასახშობად „კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევას“ მიმართავდა და ანტიდასავლურ გრძნობებს ავითარებდნენ, მათ შორის განსაკუთრებით აშშ-ის წინააღმდეგ.

ვიმედოვნებ, რომ თქვენი მთავრობა იმოქმედებს სწრაფად იმ გამაფრთხილებელ ნიშნებზე, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენს დემოკრატიისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის, რომელსაც ქართველი ხალხი ასე იმსახურებს“, – წერს კონგრესმენი, მარკუეინ მალინი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

.

კომენტარები