რომში საფეხმავლო ხიდი ჩამოინგრა (ვიდეო)

9 ოქტომბერს, იტალიის დედაქალაქ რომში, ლაურენტინას ქუჩაზე დღისით საფეხმავლო ხიდი ჩამოინგრა.

ხიდის კონსტრუქციას ამწე შეეჯახა და ნგრევა გამოიწვია. დაშავებულები არ არიან.

შემთხვევის ადგილას გადაღებულ ვიდეოს სააგენტო „ანსა“ ავრცელებს.

ვიდეო:

კომენტარები