„რომ ებრძოლო იმ ადამიანებს, ვინც ფრონტის წინა ხაზზეა, დააზიანო ეკლესია,  ეს არის მავნებლობა“ – კახა კალაძე

-„ძალიან ცუდია ის ფაქტები, რაც გასაჯაროვდა. არ მინდა პოლემიკაში ჩავერთო. ამის დრო არ არის.

მთელი სახელმწიფო, გუნდი, მთავრობა და ასევე თვითმმართველობა მიმართულია იმისკენ, რომ, რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეთ ამ რთული მდგომარეობიდან. ამ პირობებში და ამ ვითარებაში, როდესაც ასეთ ინფორმაციას ისმენ და თან ფული იხარჯება იმაზე, რომ ებრძოლო იმ ადამიანებს, ვინც ფრონტის წინა ხაზზეა, დააზიანო ეკლესია,  ეს არის მავნებლობ. ეს არის ძალიან ცუდი, ზოგადად, ჩვენი ქვეყნისთვის.

სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელი ვარ. ადამიანებთან კომუნიკაცია ყოველდღიურ რეჟიმში მაქვს. ძალიან კარგად ვიცი, ზოგადად, საზოგადოების დამოკიდებულება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც პირდაპირ ებრძვიან იმ ადამიანებს, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე არიან“, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ „დღის ქრონიკაში“ Facebook-ის მიერ ყალბი ანგარიშების წაშლის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ.

კომენტარები