რუმინეთმა 16 აგვისტო „ქრისტიანების წინააღმდეგ ძალადობის ცნობიერების ეროვნულ დღედ“ გამოაცხადა

რუმინეთის მთავრობამ კანონი მიიღო, რომლითაც 16 აგვისტოს „ქრისტიანების წინააღმდეგ ძალადობის ცნობიერები ეროვნულ დღედ“ აცხადებს.

კანონის ტექსტის თანახმად, ის მიიღეს, „რუმინელი მოქალაქეების ცნობიერების ამაღლების ნიშნად, რომ მსოფლიოში ქრისტიანები იყვნენ და არიან ძალადობისა და დევნის სამიზნე“.

ქრისტიანების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით, რუმინეთის მთავრობა წითელ ფერებში გაანათებს პარლამენტის, მთავრობის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ადმინისტრაციულ შენობებს.

16 აგვისტო დაუმთხვიეს წამებული კონსტანტინე ბრინკოვიანუს ხსოვნის დღეს, იგი იყო ვლახეთის მთავარი, რომელიც 1714 წელს ოსმალეთის თურქებმა სიკვდილით დასაჯეს.

წყარო: https://www.breitbart.com/national-security/2020/07/01/romania-establishes-national-day-of-awareness-of-violence-against-christians/?fbclid=IwAR069iQyh6cGtyy8sMQoMpDIoK1e-nxmAWwyIt_9jY77G4m1T3kFBXnpoVk

ალტ – ინფო

მოამზადა ირაკლი ჯანყარაშვილმა

კომენტარები