რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 40 თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა, გარდაიცვალა ერთი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 40 თანამშრომელი „კოვიდ-19“-ით დაინფიცირდა, გარდაიცვალა ერთი. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

-„ინფიცირების შემთხვევები როგორც სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, ისე ტერიტორიულ განყოფილებებში იყო. თანამშრომლების უმეტესობას დაავადების მსუბუქი ფორმა ჰქონდათ, ერთ-ერთი თანამშრომელი, 62 წლის გარდაიცვალა. კორონავირუსი  მეუღლისგან გადაედო. მეუღლე სასწრაფო დახმარების სამსახურში მოშაობს.

უწყებაში კორონავირუსის გამო დაწესებულ ყველა რეკომენდაციას იცავენ. თანამშრომელთა ნახევარზე მეტი დისტანციურად მუშაობს“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ბოლო ინფორმაციით, რუსეთში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე 641 156 ინფიცირებულია გამოვლენილი.

კომენტარები