აშშ-ს მსგავსად საშუალო და მცირე დისტანციის რაკეტების ხელშეკრულებიდან რუსეთიც გამოვიდა

აშშ-ს მსგავსად საშუალო და მცირე დისტანციის რაკეტების ხელშეკრულებიდან რუსეთიც გამოვიდა საშუალო და მცირე დისტანციის რაკეტების განადგურების შესახებ ხელშეკრუკლებას ხელი აშშ-ს და საბჭოთა კავშირს შორის 1987 წლის დეკემბერში მოეწერა. მიმდინარე წლის 2 თებერვალს ტრამპის ადმინისტრაციამ ამ ცალმხრივად გამოსვლის თაობაზე განაცხადა. ამ აქტით აშშ-ს მიეცა საშუალება, განათავსოს სახმელეთო სარაკეტო კომპლექსები ნატოს ბლოკის ქვეყნებში. მოლაპარაკების გასამართად რუსეთის მცდელობას შედეგი არ მოჰყოლია, ამიტომ, რუსეთის პრეზიდენტმა ხელშეკრულებიდან გამოსვლას ხელი მოაწერა. ამ რაკეტების კლასიფიკაცია, მისი გამანადგურებელი მახასიათებლებით – სრულიად ფარავს ევროპის კონტინენტს. ხელშეკრულების გაუქებამ ევროკავშირის ქვეყნების შეშფთება გამოიწვია, ხოლო ჩინეთმა აშშ-ს მიმართა – აღადგინონ ხელშეკრულება, რათა არ მოიშალოს გლობალური უსაფრთხოება.

კომენტარები