რუსეთში ექიმების უკმარისობის პრობლემას მიგრანტები გადაწყვეტენ

რუსეთში სამედიცინო სფეროში მწვავე საკადრო დეფიციტი აღინიშნება.

სამედიცინო პერსონალის რაოდენობა ქვეყნის მოთხოვნების მხოლოდ 4%-ს აკმაყოფილებს (რიცხობრივად, დეფიციტი  დაახლოებით 25 ათას ექიმს და 130 ათას დამხმარე სამედიცინო პერსონალს შეადგენს).

აღნიშნული პრობლემის მოგვარება ყოფილი თანამოქალაქეების (ყოფილი საბჭოთა კავშირის  მოქალაქეები) დახმარებით არის შესაძლებელი, რომელთაც სათანადო კვალიფიკაცია გააჩნიათ.

მათთვის პასპორტების გაცემის გამარტივების კუთხით, შესაბამისი საკანონმდებლო შეღავათები დაწესდება.

წყარო: „mk.ru“.

კომენტარები