„რუსეთში  კორონავირუსთან დაკავშირებით სიტუაცია რთული ხდება“

-„რუსეთში  კორონავირუსთან დაკავშირებით სიტუაცია რთული ხდება. ეს სიტუაცია მსოფლიოშიც რთულია. 850 000 ადამიანი დაინფიცირდა უკვე  კორონავირუსით. რუსეთის ტერიტორიაზე, როგორც ვიცი, ბოლო მონაცემებით, დაინფიცირების 2 777 შემთხვევა დადასტურდა“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა,  ვლადიმერ პუტინმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე. სხდომა დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.

კორონავირუსით დაინფიცირების რისკის გამო რუსეთის პრეზიდენტი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

პუტინის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განმარტებით:

„ეს ინოვაციური ფორმატია. მისივე თქმით, ქვეყნის პრეზიდენტმა მისალმების მანერა შეცვალა და პირადი შეხვედრებისას ხელის ჩამორთმევაზე უარი თქვა. „ახლა სოციალურ დისტანციას ყველა იცავს“.

კომენტარები