რუსეთში წარმოადგინეს კორონვირუსის სამკურნალო პრეპარატი

ფედერალურმა მედიკო-ბიოლოგიურმა სააგენტომ წარადგინა კორონავირუსის ინფექციის სამკურნალო პრეპატატი მალარიის საწინააღმდეგი პრეპრატ მეფლოქინის საფუძველზე. ამის შესახებ იტყობინება სააგენტოს პრესსამსახური.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სამეცნიერო-საწარმოო ცენტრმა „ფარმაზაშჩიტამ“ შეიმუშავა მკურნალობის სქემა ჩინური და ფრანგული გამოცდილების გათვალისწინებით, იუწყება ria.ru

„პრეპარატი უმაღლესი სელექტურობით ბლოკავს კორონავირუსის ციტოპათიურ ეფექტს უჯრედებში და ეწინააღმდეგება მის რეპლიკაციას, ხოლო მეფლოქინის იმუნოსუპრესიული მოქმედება ეწინააღმდეგება ვირუსით გამოწვეული ანთებითი პასუხის აქტივაციას. მაკროლიდური ანტიბიოტიკებისა და სინთეტიკური პენიცილინების დამატება არა მარტო ეწინააღმდეგება მეორადი ბაქტერიულ-ვირუსული სინდრომის ფორმირებას, არამედ ამაღლებს სისხლის პლაზმაში და ფილტვებში ვირუსის საწინააღმდეგო საშუალების კონცენტრაციას“, – თქვა სააგენტოს ხელმძღვანელმა ვერონიკა სკვორცოვამ. მან ხაზი გაუსმა, რომ ეს უზრუნველყოფს განსხვავებული სიმძიმის ხარისხის COVID-19-ით დაავადებული პაციენტების ეფექტურ მკურნალობას.
გარდა ამისა, მეფლოქინის საფუძველზე მუშავდება კორონავირუსის პროფილაქტიკის ეფექტური და უსაფრთხო სქემა, დააზუსტეს პრეს-სამსახურში. ეს დამუშავება უნდა ჩაერთოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებში.
რა რეკომენდაციებს იძლევა რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო? ახალახან სამინისტრომ განაახლა რეკომენდაციები, გამოუშვა მათი მეოთხე ვერსია. კერძოდ, განახლდა COVID-19-ის ლაბორატორიული დიაგნოსტიკისადმი მიძღვნილი განყოფილება და გაფართოვდა მედიკამენტური თერაპიის სქემები. მედიკოსებმა ასე დაარქვეს რამდენიმე პრეპარატს, რომლებიც გამოიყენებოდა ატიპური პნევმონიის სამკურნალოდ და რომელთა გამოყენებაც რეკომენდებულია ახალი ინფექციის თერაპიასთან კომბინაციაში.

ეს არის ლოპინავირი + რიტონავირი, ქლოროქინი, ჰიდროქსიქლოროქინი, ინტერფერონების პრეპარატები. გარდა ამისა, ახლა გადიან კლინიკურ გამოცდას უმიფენოვირი, რემდესივირი, ფავიპირავირი.
წყარო: ria.ru

კომენტარები