რუსთავში სექსმუშაკებმა ერთმანეთს სცემეს

რუსთავში, ლომოურის ქუჩაზე სექსმუშაკებმა ერთმანეთს სცემეს.

ამ ინფორმაციას „ინფო რუსთავი” ავრცელებს.

სექსმუშაკებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, ერთმანეთი სცემეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

დაშავებულ ქალებს ექიმებმა პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

კომენტარები