რუსუდან ლორთქიფანიძეს, თამაზ ჭეიშვილს და სერგო ჯანაშიას “დამსახურებული ჟურნალისტების” წოდება მიენიჭათ:

ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და პროფესიაში მრავალწლიანი და ღირსეული მოღვაწეობისთვის, საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტის წოდება მიენიჭათ: რუსუდან ლორთქიფანიძეს, თამაზ ჭეიშვილს და სერგო ჯანაშიას. ვულოცავთ მათ ამ დიდ აღიარებას, ვუსურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებებს!

კომენტარები