„საბოლოო ჯამში სიტუაცია განიმუხტა. გაბრუნდნენ უკან“-ვარლამ გოლეთიანი
რიონის ხეობის მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა:
-„იყო გარკვეული დაპირისპირება. კომპანია „ენკა“ შეეცადა ერთ-ერთი გზიდან შემოსულიყო ხეობაში, ეს გზა გვაქვს გადაკეტილი. იქ მოხდა გარკვეული შელაპარაკება, საბოლოო ჯამში სიტუაცია განიმუხტა. გაბრუნდნენ უკან და აღარ შემოსულან.
დღეს დილიდან შეინიშნება საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზება. 4 საათზე ძალიან ბევრმა ერთეულმა პოლიციის მანქანამ გაიარა. კომპანია ვერცერთი მხრიდან ვეღარ შედის ხეობაში, შეიძლება ამას გარკვეული დაპირისპირება უკვე მოჰყვეს“.
კომენტარები