სადღესასწაულო და სარიტუალო ღონისძიებები დახურულ სივრცეში კვლავ იზღუდება!

სადღესასწაულო და სარიტუალო ღონისძიებებთან დაკავშირებული შეკრებები კვლავ შეიზღუდა.

აუცილებელია, სოციალური და სარიტუალო ღონისძიებების გამკაცრება, განსაკუთრებით დახურულ სივრცეში. ამის აშკარა მაგალითი გვანახა აჭარის შემთხვევებმა. დახურულ სივრცეებში ღონისძიებების ჩატარების კონტროლი უკიდურესად გამკაცრდება. ეს არ ეხება ღია სივრცეს. ღია სივრცის შემთხვევაში დამატებითი რეგულაციები იქნება მიღებული.

დახურულ სივრცეში ქელეხის და ქორწილის გამართვა აიკრძალა, იზღუდება სტუმრების რაოდენობაც. ღია სივრცეში, ერთ მაგიდაზე არაუმეტეს 12 ადამიანისა, დახურულში 6 ადამიანის შეკრებაა შესაძლებელი.  ქორწილის ან ქელეხის გამართვის შემთხვევაში, ღია სივრცეში მაქსიმუმ 200 კაცის განთავსებაა დაშვებული. მონიტორინგს  შინაგან საქმეთა სამინისტრო განსაკუთრებული სიმკაცრით გააკონტროლებს.

ობიექტი, რომელიც გეგმავს რეგულაციებთან შეუსაბამო ღონიძიებას, მიიღებს გაფრთხილებას, გამართვის შემთხვევაში დაჯარიმდება. განმეორებით შემთხვევაში კი დაიწყება სისხლის სამართლებრივი დევნა.

საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 6 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრის გვერდზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1729 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა 1321-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები