სავარაუდოდ, არჩილ თალაკვაძე, თბილისის მერობის კანდიდატად

გავრცელებული ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარეობიდან გადაყენებულ არჩილ თალაკვაძეს „ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად დაასახელებს. ამის შესახებ „რუსთავი-2“ წერს.

დედაქალაქის მუნიციპალური სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე, კახა კალაძის ნაცვლად, არჩილ თალაკვაძის კანდიდატურის შესაძლო დასახელების შესახებ, მმართველ პარტიაში ჯერჯერობით არ ადასტურებენ.

არჩილ თალაკვაძემ თანამდებობა რამდენიმე დღის წინ დატოვა და მას კახა კუჭავა ჩაანაცვლებს.

კომენტარები