„საიდუმლო არ არის, -ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად და გასაძლიერებლად მიშვნელოვანია ამ პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა“-შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ ორგანიზებული შეხვედრა ცოტა ხნის წინ დასრულდა. შეხვედრას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მასპინძლობდა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ორბელიანების სასახლეში, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა:

-„საიდუმლო არ არის, -ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად და გასაძლიერებლად მიშვნელოვანია ამ პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა.

გვსურს, მხარი დავუჭიროთ ყველა პოზიტიურ ძალისხმევას, რომელიც ამ პოლიტიკურ კრიზისს გადაწყვეტს. უნდა დავრწმუნდეთ, – საქართველოს თითოეული მოქალაქის ყოველდღიურობაში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა რეალობაა. მნიშვნელოვანია, – ასოცირების ხელშეკრულება ძლიერი ინსტრუმენტი იყოს. ჩვენ მზად ვართ ჩართულობისთვის. აქტიურად ვართ ჩართულნი, რათა მოვისმინოთ განსხვავებული პოზიციები. დღვანდელი შეხვედრა კარგი ნაბიჯია სწორი მიმართულებით, რათა ყველა პოლიტიკურმა აქტორმა მომდევნო დღეებში და კვირებში პროგრესს მიაღწიოს.

ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ოპოზიციის ლიდერებსა და პრემიერ-მინისტრთან.  შესაძლებლობა გვქონდა, მოგვესმინა ერთმანეთისთვის.  არსებობს არაერთი თემა, რომელიც საჭიროებს შეთანხმებას.

მხარეებს ვთავაზობთ ევროკავშირის მხარდაჭერა. მთავარი მესიჯი არის- ქართველი მოსახლეობის ინტერესების დაცვა. ამ ქვეყანაში ბევრი  კომპლექსური გამოწვევაა – ეკონომიკური განვითარება, სოციალური ვითარება, კორნავირუსი, სტაბილურობა… ამ საღამოს, მე ვარ ამაყი, -კარგი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადადგმულია. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მოგვარებულია, მაგრამ მხარეები ამბობენ,- მზად არიან დიალოგისთვის“ – განაცხადა შარლ მიშელმა.

შარლ მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა.

საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა დღეს ოფიციალური შეხვედრები გამართა.

​ვიზიტის ფარგლებში შარლ მიშელმა პირველი შეხვედრა ორბელიანების სასახლეში საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან გამართა.

შეხვედრის შემდეგ განაცხადა, – ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, ინტენსიურად იმუშაონ, რათა სიტუაცია განეიტრალდეს.

შარლ მიშელი  შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს, შეხვედრა ჰქონდა  პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ახალი ოფისის ინაუგურაციას დაესწრება, ევროკავშირის დაფინანსებულ პროექტს დაათვალიერებს. შარლ მიშელი საქართველოს 2 მარტს დატოვებს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზის მოსაზღვრე სოფელ ხურვალეთში იმყოფებოდა. სოფელ ხურვალეთში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. ადგილზე გაეცნო არსებულ ვითარებას.

კომენტარები