სალომე ზურაბიშვილი: „გვმართებს ვიფიქროთ იმაზე, რომ ამდენმა ლანძღვამ, უნდობლობამ და უიმედობამ არ შეიძლება გაიაროს ისე, რომ არ დატოვოს კვალი“

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ლუკა სირაძის დაკრძალვაზე იმყოფებოდა.

-„გვმართებს ვიფიქროთ იმაზე, რომ ამდენმა ლანძღვამ, უნდობლობამ და უიმედობამ არ შეიძლება გაიაროს ისე, რომ არ დატოვოს კვალი. ნაცვლად იმისა, რომ მერე ვიტიროთ, მანამდე უნდა ვიფიქროთ ამ ყველაფერზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

15 წლის მოზარდი, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე დღის წინ თვით­მკვლე­ლო­ბა სცა­და, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ექიმების შეფასებით უკიდურესად მძიმე იყო.

ლუკა სირაძემ თვითმკვლელობა 12 დეკემბერს სცადა. შემთხვევას წინ უძღოდა „მწვანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოზარდის პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაკითხვა.

ადვოკატის თქმით, მოზარდზე დაკითხვის დროს ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა. 

მოზარდის საქმეზე გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს პატიმრობა შეეფარდა.

19 დეკემბრის სხდომა, ბრალდებულის მდგომარეობის გათვალისწინებით, კავკასიის მედიცინის ცენტრში გაიმართა. 

სახელმწიფო ინსპექტორის თქმით, გამომძიებელი ლუკა სირაძეს მისი ძმისთვის პრობლემების შექმნით დაემუქრა. ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით გამომძიებელი დაააკვეს.

კომენტარები