სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილი: “ილია მეორემ საქართველო ევროპაში შეიყვანა” – ვა­ტი­კან­ში, სიქსტის კა­პე­ლა­ში, სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის სა­პატ­რი­არ­ქო გუნ­დის კონ­ცერ­ტი გა­ი­მარ­თა

ვა­ტი­კან­ში, სიქსტის კა­პე­ლა­ში, სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის სა­პატ­რი­არ­ქო გუნ­დის კონ­ცერ­ტი გა­ი­მარ­თა.

მას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს ვიცე-პრე­მი­ე­რი, კულ­ტუ­რის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი და პრო­ტოპ­რეს­ვი­ტე­რი გი­ორ­გი ზვი­ა­და­ძე ეს­წრე­ბოდ­ნენ.

კონ­ცერ­ტის და­წყე­ბამ­დე, სიქსტის კა­პე­ლა­ში შეკ­რე­ბი­ლებს სი­ტყვით წმი­და საყ­დრის ქრის­ტი­ან­თა ერ­თი­ა­ნო­ბის ხელმშემ­წყო­ბი კო­მი­სი­ის პრე­ზი­დენ­ტმა, კარ­დი­ნალ­მა კურტ კოხ­მა მი­მარ­თა. ის­ტო­რი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბას ეს­წრე­ბოდ­ნენ სხვა კარ­დი­ნა­ლე­ბიც.

ყოვ­ლად­წ­მინ­და სა­მე­ბის ტაძ­რის სა­პატ­რი­არ­ქო გუნ­დის კონ­ცერ­ტი ვა­ტი­კა­ნის ტე­ლე­ვი­ზი­ით პირ­და­პირ ეთერ­ში გა­და­ი­ცე­მო­და.

კონ­ცერ­ტის ბო­ლოს, “ავე მა­რია“ სა­პატ­რი­არ­ქო გუნდთან ერ­თად სიქსტის კა­პე­ლას გუნ­დმა შე­ას­რუ­ლა.

-„შე­სა­ბა­მი­სი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ურ­თი­ერთ ცოდ­ნა ხელს უწყობს ურ­თი­ერ­თდა­ფა­სე­ბა­სა და უფრო მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას“, – აღნიშნულია Vatican News-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

-„სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მი­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პა­ში შე­იყ­ვა­ნა” – და­წე­რა პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და კონ­ცერ­ტის ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს.

თბი­ლი­სის ყოვ­ლად­წ­მი­და სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტაძ­რის მგა­ლო­ბელ­თა სა­პატ­რი­არ­ქო გუნ­დი, 29 ივ­ნისს, წმ. პეტ­რეს ბა­ზი­ლი­კა­ში, პაპ ფრან­ცის­კე­სა და ვა­ტი­კან­ში ვი­ზი­ტად მყო­ფი კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის მსოფ­ლიო სა­პატ­რი­არ­ქოს დე­ლე­გა­ცი­ის თან­დას­წრე­ბით, ქარ­თულ სა­გა­ლობ­ლებს კვლავ შე­ას­რუ­ლებს.

როგორც ცნობილია, კონცერტი პრეზიდენტსა და რომის პაპს შორის გასულ წელს, წმინდა საყდარში ოფიციალური ვიზიტისას მიღწეული შეთანხმების საფუძველზე გაიმართა. სიქსტის კაპელაში ქართველებმა პირველად იმღერეს.

საპატრიარქო გუნდის კონცერტი ვატიკანის ტელევიზიით პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

სა­პატ­რი­არ­ქო გუნ­დი ვა­ტი­კან­ში რო­მის პა­პის მიწ­ვე­ვით 23 ივ­ნისს გა­ემ­გზავ­რა.

სიქსტის კა­პე­ლა რო­მის პა­პის ოფი­ცი­ა­ლურ რე­ზი­დენ­ცი­ა­ში – სა­მო­ცი­ქუ­ლო სა­სახ­ლე­ში მდე­ბა­რე­ობს. ისაა ად­გი­ლი, სა­დაც პა­პის კონკლა­ვი იმარ­თე­ბა. სიქსტის კა­პე­ლა მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლია მი­ქე­ლან­ჯე­ლოს ფრეს­კით “გან­კი­თხვის დღე”.

კომენტარები