სამმა ფედერალურმა მოსამართლემ, „მწვანე ბარათთან“ დაკავშირებით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული ბრძანება ბრძანება დაბლოკა

აშშ-ში სამმა ფედერალურმა მოსამართლემ, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, „მწვანე ბარათთან“ დაკავშირებით დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული ბრძანება დაბლოკა. ამ ინფორმაციას გამოცემა POLITICO-ი ავრცელებს. ინიციატივა სახელმწიფოსგან სოციალური დახმარების მიმღები მიგრანტებისთვის „მწვანე ბარათის“ გაცემას კრძალავდა.

საუბარია კვების ტალონებით, უფასო სამედიცინო დახმარებითა და საცხოვრებლის სუბსიდირებით მოსარგებლე მიგრანტებზე. ნიუ-იორკისა და ვაშინგტონის შტატების მოსამართლეთა გადაწყვეტილებები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს, კალიფორნიის შტატის მოსამართლის გადაწყვეტილება კი მხოლოდ კონკრეტულ შტატსა და ოლქს შეეხება.

24-გვერდიან განმარტებაში ნიუ-იორკის შტატის მოსამართლე ჯორჯ დენიელსი წერს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ, „როგორც ჩანს, საკუთარ უფლებამოსილებას გადაამეტა, როდესაც შეცვალა წესები, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოს კმაყოფაზე მყოფ პირებს ადგენენ“. მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებულ წესებს „არანაირი საფუძველი არ აქვს აშშ-ის მიგრაციული კანონმდებლობის ისტორიაში“.

ერთი კვირის წინ ტრამპმა მოაწერა ხელი ბრძანებას, რომელიც კრძალავს მიგრანტებისთვის ვიზის გაცემას, თუ ისინი ვერ დაამტკიცებენ, რომ საკუთარი მკურნალობის დაფინანსება შეუძლიათ.

imedinews.ge

 

კომენტარები