საპატრიარქო, 14 ოქტომბერს, სვეტიცხოველში წირვაზე დასწრების მსურველებს მიმართავს

საპატრიარქოს პრესსამსახური ინფორმაციას ავრცელებს:

14 ოქტომბერს სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე ტაძართან მისასვლელად მანქანის საშვები არ იქნება საჭირო.

ვირუსთან დაკავშირებით ხალხის უსაფრთხოების მიზნით ტაძრის ეზოში შემომსვლელთ გაეზომებათ ტემპერატურა.

აუცილებელია ყველას ჰქონდეს პირბადე, დაცული იყოს დისტანცია. 13 ოქტომბერს, ლოცვა დაიწყება 17:00 საათზე, 14 ოქტომბერს კი წირვა 10:00 საათზე“.

კომენტარები