-„საპოლიციო ღონისძიებები მსოფლიოში დადგენილი წესების მიხედვით წარიმართა“ – ვახტანგ გომელაური

ჟურნალისტის კითხვას: -მოხდება თუ არა დანაშაულის წახალისება, – ადამიანმა, რომელსაც ჰქონდა ულტიმატუმი, მიიღო 500 ათასი დოლარი და სამართალდამცველებმა ამ დრომდე მისი იდენტიფიცირება ვერ შეძლეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა უპასუხა:

-„ზუგდიდში განვითარებული მოვლენების დროს საპოლიციო ღონისძიებები მსოფლიოში დადგენილი წესების მიხედვით წარიმართა.

ხაზი მინდა გავუსვა, –  ძალიან ბევრი პოლიტიკოსი გამოდის, ასევე ექსპერტები, რომლებსაც შეხედულება აქვთ, –  საპოლიციო მოქმედებები ასეთი არ შეიძლება იყოს. ზოგადად, როდესაც მძევალი აყვანილია, ამას აქვს თავისი წესები. ეს არის მსოფლიოში დადგენილი წესები, არ არის არც საქართველოს მოგონილი, არც ვახტანგ გომელაურის, არამედ ეს არის სტანდარტები. არის ა,ბ,ც საფეხურები, დაწყება, შესვლა-არშესვლა, ვთქვათ, ბოროტმოქმედისთვის იმის მიცემა, რასაც ითხოვს, ამ გეგმით ვიმოქმედეთ ჩვენ და ახალი არაფერი გამოგვიგონია“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურამა.

ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები 21 ოქტომბერს აიყვანა. თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა. როგორც კადრებში გამოჩნდა, მას შენობის დატოვების დროს ერთი ხელი აწეული ჰქონდა და სავარაუდოდ ხელში ხელყუმბარა ეკავა.

22 ოქტომბერს, გამთენიისას შსს-მ გაავრცელა განცხდება, – ავთანდილ გალდავას უშუალო ძალისხმევით შეიარაღებული დამნაშავისგან ყველა მძევალი გათავისუფლდა და მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. ხოლო დამნაშავის დაკავების მიზნით სამართალდამცველები ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებენ ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებებს.

კომენტარები