საპროკურორო საბჭოს არჩევნების პროცესს საბჭოს წევრების ნაწილი ფორმალობად აფასებს

საპროკურორო საბჭოს არჩევნების პროცესს საბჭოს წევრების ნაწილი ფორმალობად აფასებს.

“ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ოთო კახიძე აცხადებს, რომ პროკურატურაში არსებული პრობლემების გადაჭრას ბევრად ფართო პოლიტიკური ნება სჭირდება და საბჭოს ახალი თავმჯდომარის არჩევა საჭირო ცვლილებებს ვერ გამოიწვევს.

“ეს არიც ცარიელი ფორმალიზმი. ამას სჭირდება ფართო პოლიტიკური ნება, რომ პროკურატურას ენდობოდეს საზოგადოება,”-აღნიშნა ოთო კახიძემ.

საპროკურორო საბჭოს ახალი თავმჯდომარე გუშინ აირჩიეს. ნანა ხუნჯუა მერაბ ჯერანაშვილმა შეცვალა.

კენჭისყრას საბჭოს 15 წევრიდან -13 ესწრებოდა და ახალ თავმჯდომარეს სრული შემადგენლობით მხარი დაუჭირეს. ჯერანაშვილი საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას 2 წლის ვადით დაიკავებს.

 

წყარო: “rustavi2.ge”.

კომენტარები