საფრანგეთში 15 ივნისიდან, ყველა ზრდასრული ვაქცინაციას

ყველა ზრდასრული მოქალაქე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით იმუნიზაციას 15 ივნისიდან შეძლებს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა. ამის შესახებ France 24 წერს.

15 მაისიდან, ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის გავლას 50 წელს გადაცილებული მოქალაქეები შეძლებენ. ამ დრომდე, მინიმალურ ასაკად 55 წელი იყო დადგენილი.

საფრანგეთში კორონავირუსი 5.57 მილიონ ადამიანს დაუდასტურდა, 104 მილიონამდე ადამიანი კი, ვირუსს ემსხვერპლა.

კომენტარები