საქალაქო სასამართლომ დეპუტატ ნიკა მელიას მიმართ ყველა სახის აღკვეთის ღონისძიება ძალაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დეპუტატ ნიკა მელიას მიმართ ყველა სახის აღკვეთის ღონისძიება ძალაში დატოვა.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ბრალდებულ მელიას ადვოკატის შუამდგომლობა. ის დეპუტატისთვის აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ან სხვა სახის ღონისძიების შეფარდებას ეხებოდა პირადი თავდებობის გამოყენებით. ნიკა მელიას ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის” ექვსი დეპუტატი უდგებოდა თავდებში.

გადაწყვეტილების გამოტანის დროს ნიკა მელია დარბაზში არ იმყოფებოდა. ის  მანამდე გააძევა მოსამართლემ დაუმორჩილებლობისთვის.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 27 ივნისს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასი ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

კომენტარები