საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება

საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა.

ხელი მოეწერა 2019 წლის 21 ოქტომბერს.

შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აიყვანს ორი ქვეყნის ურთიერთობას

იგი მოიცავს თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროს:

​• სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა;

​• კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ხელშეწყობა;

​• საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა;

​• ეკონომიკური დიალოგი;

​• ტრანსპორტი და ენერგეტიკა;

​• გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა;

​• ინოვაციები ; ტურიზმი; სოფლის მეურნეობა;

  • სოციალური პოლიტიკა და ჯანდაცვა;

​​• განათლებისა და კულტურის დარგები და სხვა.

შეთანხმება ითვალისწინებს გაერთიანებულ სამეფოსა და საქართველოს შორის თავისუფალ ვაჭრობას, იმეორებს რა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დებულებებს.

ეს არის რეგიონში პირველი შეთანხმება, რომელსაც გაერთიანებული ევროკავშირიდან გასვლის შემდგომ აამოქმედებს.

 

კომენტარები