„საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება თავშეკავება, დიალოგი და კომპრომისი და არა ესკალაცია და დაპირისპირება“

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფის თანამომხსენებლები ტიტუს კორლატეანი და კლოდ კერნი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან:

-„მიუხედავად იმისა, რომ არავინ უნდა იყოს კანონზე მაღლა, ნაციონალური მოძრაობის შტაბ-ბინაზე პოლიციის რეიდმა და ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას დაპატიმრებამ ზედმეტად გაამძაფრა ვითარება ოპოზიციასა და მმართველ უმრავლესობას შორის და ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გააღრმავა. საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას სჭირდება თავშეკავება, დიალოგი და კომპრომისი და არა ესკალაცია და დაპირისპირება.

მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ძალას, თავი შეიკავონ ნებისმიერი ქმედებისაგან, რაც კიდევ უფრო დაძაბავს ვითარებას და მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდნენ, რათა არსებული კრიზისის მოსაგვარებლად პოლიტიკური და ორმხრივად მისაღები გადაწყვეტილება იპოვონ“.

კომენტარები