საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები, სამხრეთ კორეაში გაემგზავრა

4 სექტემბერს, საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები, სამხრეთ კორეაში გაემგზავრა.

ქალაქ ჩონგ-ჯუში ეტლით ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება.

 

ჩემპიონატი 16-დან 24 სექტემბრამდე გასტანს. მისი მონაწილე 45 ქვეყნის 500-მდე პარამოფარიკავე იქნება.

საქართველოს ნაკრები კორეაში მოსამზადებელ შეკრებაზე სამწვრთნელო ვარჯიშს გაივლის.

კომენტარები