„საქართველოს მთავრობა ვერ იცავს არათუ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, არამედ საკუთარ მოქალაქეს“

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა ბრიფინგი გამართა.

ირმა ინაშვილმა სასტუმრო „რუმსში“ გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დეპუტატების, მამუკა მდინარაძისა და გია ვოლსკის განცხადებები შეაფასა:

„არასდროს დამჭირვებია მდინარაძისგან და ვოლსკისგან დაცვა, აქეთ ხართ დასაცავები, თქვენ ხართ მშიშრები და კურდღლები.

მამუკა მდინარაძემ და გია ვოლსკიმ ჩემსა და  დევიდ კრამერს შორის დაპირისპირებაზე სამარცხვინო კომენტარები გააკეთეს.

მთელი დღის მანძილზე ველოდებოდი, რომ გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებით რეაქცია ექნებოდათ პარლამენტიდან ჩემს კოლეგებს ან რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელს, იგივე საგარეო საქმეთა სამინისტროს. არის სრული დუმილი. ეს  მიგვანიშნებს იმაზე, რომ დღეს საქართველოს მთავრობა ვერ იცავს არათუ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, არამედ საკუთარ მოქალაქეს. საქართველოს მთავრობას არ აქვს ღირსების გრძნობა.

მამუკა მდინარაძისგან და გია ვოლსკისგან მოვისმინე სრულიად სამარცხვინო კომენტარები. მათ იმის უნარიც არ შესწევთ, რომ ამ ვითარებაში ჩემი სახით დაიცვან მათი კოლეგა. თუმცა, არასდროს დამჭირვებია მდინარაძისგან და ვოლსკისგან დაცვა. აქეთ ხართ დასაცავები. მათი გუშინდელი კომენტარები იყო სამარცხვინო, თქვენ ხართ მშიშრები და კურდღლები.

ამერიკის მოქალაქეს, დიპლომატს თურმე უფლება აქვს, ხელით შეეხოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს. თქვენ ყველა ამას ჩუმად უყურებთ, ასევე მედიის წარმომადგენლები, მთელი ქვეყანა. მარტო ხალხია ამ შემთხვევაში ჩემი მოკავშირე და თანამოაზრე. არავინ გრძნობს თურმე თავს შეურაცხყოფილად. ბატონი კრამერი გვარად რომ კამაროვი ყოფილიყო, ხომ ატყდებოდა ერთი ამბავი ამ ქვეყანაში. ე.ი. ამერიკელი დიპლომატისთვის შეიძლება, რომ ხელით შეეხოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს და ეს რომ რუს დიპლომატს გაეკეთებინა, წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა? ეს არ ეკადრება და არ აქვს უფლება არც რუსს, არც ამერიკელს და არც არავის დედამიწის ზურგზე. მაგრამ ამის ხაზგასმა, ჩვენება არავის გსურდათ, მათ შორის მედიის წარმომადგენლებს. ძალიან ვწუხვარ, რომ ქართული მედიის რაღაც ნაწილში ბოკერია-სააკაშვილების მხარდამჭერებს ვხედავ. ეტყობა, მოენატრა ზოგიერთ ჟურნალისტს დახურული ტელევიზიები და ტერორი მედიაზე და აღარ ახსოვს ის, რაც ხდებოდა სააკაშვილ-ბოკერიების რეჟიმის დროს. ჩვენ არ გვენატრება ის დრო, არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ბოკერია-კრამერები-სააკაშვილები იყვნენ საქართველოს დირექტორები. დღეს სწორედ ეს მცდელობაა, რომ საქართველოს თავზე მოაჯდნენ როგორც დირექტორები. ვიმოქმედებთ, პარლამენტში, პარლამენტს მიღმა, დიპლომატიური არხებით, სამოქალაქო აქტივობისა და პროტესტის გზით, რომ სწორედ ეს დირექტორობა, სააკაშვილ-ბოკერია-კრამერების დირექტორობისგან გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა“.

10 სექტემბერს, ირმა ინაშვილი სასტუმრო „რუმსში“, საერთაშორისო კონფერენციაზე მივიდა. მას სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერთან ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის მკვლევარი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი მივიდა. ჟურნალისტებსა და ირმა ინაშვილს მოუწოდა, შენობიდან გასულიყვნენ. ამის გამო კრამერსა და ინაშვილს შორის შელაპარაკება მოხდა.

გია ვოლსკიმ განაცხადა ,რომ დევიდ კრამერს შეეძლო, უფრო დიპლომატიურად მოქცეულიყო და მეტი კომპეტენცია წარმოეჩინა. როდესაც კონფერენციაზე მიწვეული არ ხარ, არ უნდა

მამუკა მდინარაძემ განაცხადა:

„ნამდვილად არ მომეწონა ირმა ინაშვილის გამოხატვის ფორმა, ასევე არ მომეწონა დამოკიდებულება ქალისა და პარლამენტის წევრის მიმართ“.

 

კომენტარები