საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფოლკლორის დარბაზი გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში ფოლკლორის დარბაზი გაიხსნა. გახსნის ცერემონიას საქართვლოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეც დაესწრო.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში  ფოლკლორის დარბაზი გავხსენით, სადაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოძიებული ფოლკლორული ჩანაწერები მოიყრის თავს. ამ სივრცეში განთავსდება ფონო-ჩანაწერები, დოკუმენტები, ფოტომასალა, რომელიც ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდში ინახება. დაინტერსებული პირებისთვის სასურველი ჩანაწერების და დოკუმენტების ციფრული ვერსიები იქნება ხელმისაწვდომი. ამ მამულიშვილური პროექტის მხარდაჭერისთვის, მადლობას ვუხდი ფონდს „ქართული გალობა“. ვულოცავ ამ მნიშვნელოვან წარმატებას ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს გიორგი კეკელიძეს, ასევე, ბიბლიოთეკის თანამშრომლებს და ყველა ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო ფოლკლორის დარბაზის შექმნაში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები