ქართულმა პოლიციამ კიბერდამნაშავეთა საერთაშორისო ჯგუფის ლიდერი და მისი მთავარი ასისტენტი დააკავა

ქართულმა პოლიციამ, ამერიკელ კოლეგებთან თანამშრომლობის შედეგად, კიბერდამნაშავეთა საერთაშორისო ჯგუფის ლიდერი და მისი მთავარი ასისტენტი დააკავა, – აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
დაკავებულთა მოქალაქეობას პროკურატურა არ ასახელებს.
როგორც გამოძიებამ დაადგინა, თაღლითები კომპიუტერებს ვირუს „Goznym”-ის ვირუსით „აავადებდნენ”, რომლის მეშვეობითაც, ეუფლებოდნენ მსხვერპლთა საბანკო მონაცემებს, სხვა ანგარიშებზე რიცხავდნენ თანხებს და შემდეგ ანაღდებდნენ.
„საერთო ჯამში, ბოროტმოქმედთა დანაშაულმა 41 ათასი ადამიანი აზარალა. ზარალის რაოდენობა 100 მილიონ აშშ დოლარს უტოლდება.
„ამერიკელ კოლეგებთან ერთობლივი მუშაობის შედეგად იდენტიფიცირებული არიან კონკრეტული დაზარალებული კომპანიები და საქართველოში მყოფი ორი პირი. GozNym-ის ქსელის ლიდერის და ორგანიზატორის – ა.კ.-ს (რომელიც ცნობილია ზედმეტსახელით None), აგრეთვე მისი მთავარი ასისტენტის მ.კ.-ს (რომელიც ცნობილია ზედმეტსახელით Phantom) მიმართ დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა.
ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ა.კ. და მ.კ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 2019 წლის 8 მაისს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები