საქართველოს საპატრიარქოს განცხადება კორონავირუსთან დაკავშირებით

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ინფორმაციას ავრცელებს:

-„საქართველოს საპატრიარქო მზად არის, კორონავირუსთან დაკავშირებით ყველა რეკომენდაცია შეასრულოს. არსებობს იმპორტიორი კომპანია, რომელსაც შემოაქვს სადეზინფექციო ხსნარები. აღნიშნულმა კომპანიამ გამოხატა მზადყოფნა, საპატრიარქოს მითითებით, ტაძრებს, სადაც იქნება მზადყოფნა, დეზინფექციის ჩასატარებლად მიაწოდოს საჭირო რაოდენობის ხსნარი და ჩატარდეს დეზინფექცია, გაიწმინდოს იატაკები, სკამები, კარის სახელურები. რაც შეეხება ხატებსა და სხვა სიწმინდეებს, მათ ისედაც ყოველდღიურად, დღეში რამდენჯერმე ასუფთავებენ სპირტნარევი ვარდის წყლით.

კომპანიიდან დღეს დაგვიკავშირდებიან.  საპატრიარქო მოლოდინის რეჟიმშია და დღეიდან ელოდება კომპანიის წარმომადგენლებთან უშუალო ურთიერთთანამშრომლობის დაწყებას. როგორც კი ეს კომუნიკაცია შედგება, ახალი ინფორმაცია მაშინვე ეცნობება საზოგადოებას. ჩვენ მზად ვართ, ყველა რეკომენდაცია, რაც იქნება შესასრულებელი, აუცილებლად გავითვალისწინოთ“.

კომენტარები