„საქართველოში, ზოგადად, ენერგეტიკის სფერო ძალიან ცხარე კამათის საგანია -საქართველო უნდა იყოს დამოუკიდებელი, ელექტროენერგიის ძლიერი ექსპორტიორი “- ნათია თურნავა

-„ საქართველოში, ზოგადად, ენერგეტიკის სფერო ძალიან ცხარე კამათის საგანია, განსაკუთრებით, მსხვილი ჰესების მშენებლობა. ქვეყანაში მთლიანად, -ყველა ენერგეტიკული ობიექტის ჯამური დადგმული სიმძლავრე არის დაახლოებით 4500 მეტავატი, აქედან 70%, -ანუ 3100 მეგავატი  საბჭოთა კავშირის პერიოდშია აშენებული.

ეს იმაზე მეტყველებს, რომ ახალი ობიექტები უნდა აშენდეს,  საქართველო ამ მხრივ უნდა იყოს დამოუკიდებელი, ელექტროენერგიის ძლიერი ექსპორტიორი რეგიონში.

რა თქმა უნდა, კვლავაც მოსახლეობასთან კომუნიკაციით, რა თქმა უნდა, ინვესტორებზე ძლიერი სოციალური პასუხისმგებლობის დაკისრებით გავაგრძელებთ ამ კუთხით მუშაობას, ისე რომ, გარემოსაც ნაკლები ზიანი მიადგეს. რა თქმა უნდა, ყველა საერთაშორისო სტანდარტი ამ კუთხით შესრულებული იყოს“,  განაცხადა  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ.

კომენტარები