საქართველოში კორონავირუსის 10 შემთხვევა – 6 გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 6 ადამიანი. ინფორმაციას Stopcov.ge ავრცელებს.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1361 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1098-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7235 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 302.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები