„საქართველოში 1 150 000 ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა, დღეს ეს რიცხვი 750 ათასამდეა შემცირებული. მაინც არ აქვს ხელისუფლების წარმომადგენელებს კმაყოფილების უფლება, მაგრამ ამაზე სპეკულაციები არ უნდა ხდებოდეს“

„საქართველოში 1 150 000 ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა, ასეთი მემკვიდრეობა მივიღეთ! დღეს ეს რიცხვი 750 ათასამდეა შემცირებული. 7500 ადამიანიც რომ იყოს, მაინც არ აქვს ხელისუფლების წარმომადგენელებს კმაყოფილების უფლება, მაგრამ ამაზე სპეკულაციები არ უნდა ხდებოდეს.

ტყუილების კასკადი, რომელიც ბათუ ქუთელიასთან დაკავშირებულ ჩემს ბრიფინგს მოჰყვა, კატასტროფას არ წარმოადგენს, ვინაიდან ყველამ ყველაფერი კარგად იცის, მაგრამ ის მანიპულაციები, რაც დღეს ტრაგედიასთან დაკავშირებით ვნახეთ, ეს აბსოლუტურად სხვა კატეგორიაა. არ ვიცი, შევძლებთ თუ არა ამას უახლოეს წლებში, მაგრამ ვისურვებდი, რომ არავის ესარგებლოს ტრაგედიით თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.

.როდესაც საუბარია ფეხმძიმე დედისა და მისი 4 შვილის ტრაგიკულ გარდაცვალებაზე, ამაზე მაინც უნდა შეთანხმდეს ყველა, რომ ტრაგედია პოლიტიკური მიზნებისთვის არავინ გამოიყენოს. მდინარაძის განცხადებით, ქვეყანაში დატრიალდა უდიდესი ტრაგედია და ნაცვლად იმისა, რომ ვიგლოვოთ და ერთად ვიფიქროთ იმაზე, როგორ ავირიდოთ მომავალში ასეთი ტრაგედიები, შიმშილზე ყურადღების გადატანა უადგილოა.

რა თქმა უნდა, ეს ერთ-ერთი ყველაზე გაჭირვებული ოჯახი იყო. მიუხედავად ამისა, გმირობის ტოლფასი საქციელი ჰქონდათ მშობლებს ჩადენილი, 4 ბავშვი ჰყავდათ და მეხუთეს ელოდებოდნენ. ისინი ყოველთვიურად 1000 ლარზე მეტს სოციალურ დახმარებას იღებდნენ და სარგებლობდნენ უფასო სასადილოთი. რა თქმა უნდა, ამით არავინაა კმაყოფილი, მაგრამ სახელმწიფო მათ შესაძლებლობების ფარგლებში ეხმარებოდა.

დღეს გაეროს ბავშვთა ფონდმა გამოაქვეყნა განცხადება, რომ 2019 წელს ხუთჯერ გაიზარდა ბავშვის დანამატი. ერთი წლის წინ შემოვიღეთ ბავშვის კვების ბარათები, რათა მიზნობრივად უზრუნველგვეყო მათი კვების რაციონის გაუმჯობესება. საქართველოში 1 150 000 ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობდა, ასეთი მემკვიდრეობა მივიღეთ! დღეს ეს რიცხვი 750 ათასამდეა შემცირებული. 7500 ადამიანიც რომ იყოს, მაინც არ აქვს ხელისუფლების წარმომადგენელებს კმაყოფილების უფლება, მაგრამ ამაზე სპეკულაციები არ უნდა ხდებოდეს“, – განაცხადა გადაცემაში „არენა“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები