საქართველოში 195 ადამიანია დაავადებული, არა? ინფიცირებულთა საბოლოო რაოდენობა 1000 დან 2000-ის ფარგლებში იქნება არა? მტყუანის … … !!-კობა ხაბაზი

კობა ხაბაზს ქართველი ექიმების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში ეჭვი შეაქვს და თავის უფრო “კომპეტენტურ” აზრს გვთავაზობს –
“საქართველოში 195 ადამიანია დაავადებული, არა?
ინფიცირებულთა საბოლოო რაოდენობა 1000 დან 2000-ის ფარგლებში იქნება არა?
მტყუანის … … !!

1. შევეცადე მონაცემების სტატისტიკური ანალიზით დამედგინა რეალური სურათი, ერთმანეთს შევადარე 30 ქვეყნის მოსახლეობის რაოდენობა, ჩატარებული ტესტების რაოდენობა, გამოვლენის (მათ შორის უსიმპტომო) მაჩვენებელი, ამ ქვეყნების ტურისტული მაჩვენებელიც კი გავითვალისწინე, ყველა ეს ციფრი გვიჩვენებს ერთს, საქართველოში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 6000 – ზე მეტია.
2. შევეცადე მარტივი ენით მეთქვა ანბანური ჭეშმარიტება, რომ რაც ნაკლებ ტესტირებას ჩაატარებთ, მით ნაკლები იქნება გამოვლენა, რომ დღეში 15-20 ტესტზე მეტს თუ არ ჩაატარებთ, გამოვლენა 30 ვერაფრით იქნება;
3. შევეცადე ადამიანური ენით მეთქვა, რუსთაველის ციტატაც მოვიყვანე, რომ სიცრუე ხორცს და სულს ვნებს.

არაფერმა გაჭრა, ერთი დაგინება დამრჩა და ამასაც დავწერ
საქართველოში მხოლოდ 195 ადამიანია კორონავირუსით დაავადებული არა?
ინფიცირებულთა საბოლოო რაოდენობა 1000 დან 2000 – ის ფარგლებში იქნება არა?
მტყუანის … …!!

არასდროს ვიგინები, ფიქრადაც არ მომდის შევაგინო ვინმეს, ერთხელ პუტინს შევაგინე გამწარებულმა, ახლა ამ ხელისუფლებამ მიმიყვანა ამ დონემდე….
რა დროს პიარია, რას იბღინძებით, რას მანიპულირებთ, რა დროს ეგ არის, ვერაგი მტერი გვებრძვის, ვერაგი და უხილავი!
საქმეს მიხედეთ, საქმეს!”-წერს ხაბაზი

მოამზადა ნათია ბერიშვილმა

კომენტარები