საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაციაში 16-17 წლის მოზარდები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა:
-„ვაპირებთ სამეცნიერო საბჭოზე წარვდგეთ რეკომენდაციით, – Pfizer-ით ვაქცინაციაში 16-17 წლის მოზარდები ჩავრთოთ, დაემატოს ორი ასაკობრივი ჯგუფი, ზოგადად ველოდებით შემოდგომისკენ. რამდენიმე ქვეყანამ Pfizer-ით აცრები დაიწყო 12-15 წლის ასაკშიც (აშშ, კანადა, ისრაელი, დიდი ბრიტანეთი, იტალია და კიდევ რამდენიმე ქვეყანა). იმედი მაქვს, Pfizer-ის საკმარისი დოზები გვექნება“.